საგანი
|
ბიოლოგია
|
ქალაქი/სკოლა/კლასი
|
ქ.რუსთავის
სსიპ #28 საჯარო სკოლა მე–8 კლასი
|
გყავთ
თუ არა კლასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
|
არა
|
გაკვეთილის
მიზანი
|
–მოსწავლე მსჯელობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მნიშვნელობაზე
ორგანიზმისათვის.
–ახასიათებს
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს.
–განასხვავებს
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს,მოყავს მაგალითები.
უნარ–ჩვევები:
–დაკვირვება,
აღწერა
–კომუნიკაცია
–ვარაუდის
გამოთქმა
–მონაცემების
კლასიფიცირება
|
შესასწავლი
თემა
|
კუჭქვეშა
ჯირკვალი
|
მისაღწევი
შედეგი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
|
ბიოლ
VIII.6
მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი
სისტემების მნიშვნელობა.
–საკუთარ
თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს(მაგალითად:პულსის აჩქარება,შენელება,სუნთქვის
სიხშირის შეცვლა,ოფლიანობა,წნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში მსჯელობს ნერვული
და ენდოკრინული სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ.
–მსჯელობს
ორგანიზმისათვის ნერვული და ჰუმორული სისტემის მაკოორდინებელ მნიშვნელობაზე.
კვლ.VIII.4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
–იყენებს
დიაგრამებს,ცხრილებს და გრაფიკებს,აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს,ადარებს
დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს.
|
სასწავლო
აქტივობები
|
–განვლილი
მასალის გამოკითხვა
–გონებრივი
იერიში
–ახალი
მასალის წარდგენა
–პრეზენტაცია
–დისკუსია
დაკვირვება,
დაკვირვება მოსწავლეთა
|
შეფასების
ფორმები
|
ინდივიდუალური
მუშაობის უნარზე.ახალი მასალის აღქმისა და დასკვნების გაკეთების უნარების შეფასება.
|
გაკვეთილის ეტაპების მოკლე აღწერა
|
საორგანიზაციო საკითხები. (1წთ)
საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აქტივობა 1.წინარე ცოდნის გააქტიურება (10წთ).
ინდივიდუალურად და მთელი კლასი ვიხსენებთ:
რა უზრუნველყოფს ორგანოთა სისტემების შეთანხმებულ
მოქმედებას.
შეადარეთ ერთმანეთს გარეგანი და შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლები.
ჩამოაყალიბეთ კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეტორული
ფუნქცია.
რა არის სამიზნე ორგანო?
აქტივობა 2.გონებრივი იერიში (10წთ).
როგორ გესმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ჰიპერ
და ჰიპო ფუნქცია?
რა ფუნქციას ასრულებს თიროქსინი უჯრედში?
ჩამოთვალეთ პარატჰორმონის სამიზნე ორგანოები.
რა გავლენას ახდენს სისხლში თიროქსინის
რაოდენობის შემცირება ფარისებრი ჯირკვლის ზომაზე?
რამდენად ეფექტურია ეს გზა?–დაასაბუთეთ
აქტივობა 3.ახალი მასალის წარდგენა.მინი
ლექცია(15წთ).
ჰორმონების ინსულინის და გლუკაგონის
გამომუშავება.
სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლი,ინსულინის
მოქმედების მიმართულება უჯრედზე.
–აადვილებს სისხლიდან გლუკოზის კუნთებისა და
ღვიძლის უჯრედებში შეღწევას,მათი მემბრანების გავლით
–უჯრედში,ერთი მხრივ ააქტიურებს გლუკოზის
გლიკოგენად გარდაქმნას,ხოლო მეორე მხრივ გლუკოზის წვის პროცესს
–აძლიერებს ცხიმებისა და ცილების სინთეზს
უჯრედებში
მოსწავლეებს ვთხოვ შეადარონ ერთმანეთს ინსულინისა
და გლუკაგონის მოქმედების პროცესი, გაეცნონ სქემებს.
რეფლექსია
აქტივობა 4. დისკუსია (5წთ)
რა დროს იწყებს ჯირკვალი ინსულინის
გამომუშავებას.
საიდან ხვდება გლუკოზა სისხლში.
რისთვის არის გლუკოზა საჭირო.
რა დროს ვითარდება დაავადება შაქრიანი დიაბეტი.
შეადარეთ ერთმანეთს ინსულინის და გლუკაგონის
ფუნქცია.
აქტივობა 5. მთელ კლასთან (3წთ)
სქემებზე და სურათებზე მუშაობა
საჭინაო დავალება: & 18 დავალებები
გვ.113–115 (1წთ)
|
სასწავლო მასალა და რესურსი
|
|
No comments:
Post a Comment